კახა კალაძე

კალაძე: 2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს

2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს ან ზეწოლაში ჰყავდეს, ვერც ერთ ფაქტს ასეთს ვერ დამისახელებთ და არ ვიცი, ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე. თუ ვიღაც კონკრეტული პიროვნება რაღაც არასწორს და კანონის საწინააღმდეგოს აკეთებს, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და ყველას მოეთხოვება, თუ ეს სიმართლეს შეეფერება

თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია "ფრესკოს“ დამფუძნებლის და ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით. ვასულ სოფრომაძე ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და ამბობს, რომ უწყების თანამშრომლები მისი ქსელის მაღაზიებში იარაღს "ატრიალებენ" და პროდუქციას იპარავენ. თამაზ ელიზბარაშვილის თქმით კი, "მომეცით მეც ამერიკის მოქალაქეობა და ისეთ მასალებს დაგიდებთ ამ მთავრობაზე, სააკაშვილის მთავრობის ჩადენილი დანაშაული მონაგონი იქნება. მაგრამ ორი თავი ხო არა მაქვს, გამოვიდე და ვილაპარაკო. ხაზარაძეს რა უქნეს და მე რას მიზამენ. ფადი ასლი, კარგია ხო ამერიკის პასპორტი რომ გიდევს ჯიბეში. მომეცით მეც ამერიკის პასპროტი და ისეთ რაღაცეებს ვიტყვი ბიზნესთან დაკავშირებით სულ ცხარე ცრემლით ვატირებ ქართული ოცნების მთავრობას.თურმე ბიზნესი თავისუფალია. მოუყევით ეგ ზღაპარი ბებიათქვენს".

კომენტარები