ქართული ოცნება

იონათამიშვილი: კვაჭანტირაძის გადაყენებას ვემხრობი, რაღაცამ აურია, ჩემი ხმა შეცდომით აისახა

მე მომხრე ვარ, რომ ზვიად კვაჭანტირაძე გადააყენონ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან, უბრალოდ, რაღაცამ აურია და აპარატზე შეცდომა დაფიქსირდა 

ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში. ცნობისთვის, პარლამენტის 19 მარტის სხდომაზე ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ვერ გადააყენეს. მომხრე მხოლოდ 67 დეპუტატი იყო. კვაჭანტირაძის გადაყენებას ქართული ოცნებიდან მხარი ცოტნე ზურაბიანმა, რატი იონათამიშვილმა და ლევან კობერიძემ არ დაუჭირეს. ამასთან, სხდომას არ ესწრებოდა უმრავლესობის 34 წევრი. ამის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებმაც ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხს მხარი არ დაუჭირეს, პოლიტიკური კონსულტაციები დაგვჭირდება".

კომენტარები