ბოკერია შავგულიძეზე: ესაა დასტური, როგორია ჩვენი წარსული შეცდომების გულწრფელი გააზრება

ყველა პროდასავლურ ძალასთან გვაქვს კოორდინაცია. პოლიტიკურ უხერხულობას ქმნის ჩვენი ჩავარდნები იმ პერიოდიდან, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით და არა ის, რომ ადამიანი, ვინც სამართლიანად გვაკრიტიკებდა, დღეს ჩვენთანაა. პირიქით, ესაა დასტური იმისა, როგორია ჩვენი გულწრფელი ხედვა და გაანალიზება წარსულის შეცდომების. მაგალითად, ისეთი ჩავარდნა, როგორიც იყო გირგვლიანის საქმე, ეს შემთხვევა ყველაზე მძიმე ჩავარდნა იყო. მაგრამ ეს არის გაკვეთილი, რომელიც ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული. გვჭირდება ეფექტური და ანგარიშვალდებული ხელისუფლება, რათა არასდროს მსგავს შემთხვევებს ადგილი აღარ ჰქონდეს. 

თქვა გიგა ბოკერიამ თავისუფალ დემოკრატებთან ერთ ბლოკში გაერთიანების შესახებ. ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა მთაწმინდის ოლქში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში საერთო კანდიდატად წარადგინეს. ორი პარტიის წევრების თქმით, მათი თანამშრომლობა გრძელვადიანი და სტრატეგიული იქნება.

კომენტარები