თალაკვაძე: ოპოზიციამ მინისტრს ვერაფერი მოუხერხა, ისევ ჩვენ მოგვიწევს მწვავე კითხვების დასმა

რა გჭირთ? რა დაგემართათ? ხომ შეიძლება, რომ 100 კითხვიდან 1 მაინც საქმესთან დაკავშირებით დასვათ. გასაგებია, რომ რაღაც კომპლექსი გაწუხებთ თქვენს წარსულთან დაკავშირებით და გინდათ ეს გადაფაროთ ასეთი აგრესიული და ცინიკური კითხვებით, მაგრამ ვერ გადაიფარება. ჩვენ აღარ შეგახსენებთ არაფერს, უბრალოდ, თქვენ თვითონ გამოდით ამ წარსულის კომპლექსიდან. დაიწყეთ რაღაც თავდაჯერებული ირონიით, მერე ტორტით გააგრძელეთ და ბოლოს გაბრაზებულებმა დაამთავრეთ იმიტომ, რომ ვერაფერი ვერ მოუხერხეთ თეა წულუკიანს პარლამენტში. ვერც მინისტრის საათში და ვერც სხვა საზედამხედველო მექანიზმით. ისევ ჩვენ მოგვიწევს მწვავე შეკითხვების დასმა

ქართული ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში თეა წულუკიანის გამოსვლის შემდეგ ოპოზიციას მიმართავს.

კომენტარები