კრიმინალი

მდინარაძე: საუბრობთ დანაშაულზე და არა მის გახსნაზე - ასე კრიმინალის გავრცელებას უწყობთ ხელს

ქურდობის ფაქტები არის გახშირებული არა ისე, როგორც თქვენი საინფორმაციო საშუალებები და თქვენ გადმოსცემთ. როდესაც საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ თებერვლის თვეში ამ დღეს ესა და ეს დანაშაული მოხდა, ასე ხდება მთელ მსოფლიოში. ახლა რომ ჩამოვთვალოთ, ყველაზე უსაფრთხო ქალაქში რამდენი დანაშაული მოხდა კონკრეტულ დღეს, შევქმნით კატასტროფას, თუმცა, გასაგებია, ეს არის თქვენი მიზანი...

... ხალხს ვზაფრავთ და კიდევ უფრო ხელს რითი ვუწყობთ, იცით, დანაშაულის გავრცელებას? ლაპარაკობთ იმაზე რა დანაშაული მოხდა, რაც, სამწუხაროდ, ყველგან ხდება, მაგრამ არ ლაპარაკობთ იმაზე, რა ღონისძიებები გატარდა, გაიხსნა თუ არა დანაშაული

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით.

კომენტარები