ბესელია-კობახიძის დაპირისპირება

ბესელია კობახიძეზე: ვიდრე გადაწვავს პარლამენტს, იქნებ, უშველოს მისმა პატრონმა ივანიშვილმა

კობახიძემ სწორედ იმიტომ, რომ შეენარჩუნებინა თანამდებობა, რაც ფაქტობრივად ისედაც დაკარგული აქვს, არამარტო ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს გაუწოდა ხელი, არამედ ადეიშვილის და სააკაშვილის ჯალათებსაც ბოლომდე გაუწოდა ხელი. ჯალათებისა და მოძალადეებისთვის გაწვდილ ხელს მე არასდროდ მივიღებ. დავასრულე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. დავასრულე იმ სხდომაზე, როდესაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ და არ მივიღე მისი ბოდიში, რომელიც იმიტომ მოიხადა, რომ თანამდებობა არ დაეტოვებინა. ახლა, მისი წასვლის ფორმალური გაფორმებაა დარჩენილი და ვიდრე გადაწვავს ამ პარლამენტს, იქნებ, უშველოს მისმა პატრონმა, ბიძინა ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი, ოღონდ სხვასთან მიიყვანოს და არა ჩემთან და ასე ხელჩაკიდებულებმა იარონ. ოღონდ მე ნაციონალურ მოძროაბასთან და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც და მის გუნდსაც ძალიან მალე დავასრულებ.

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის შესახებ. დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბესელიამ მისთვის მთავარი პრიორიტეტი ძალაუფლება დაკარგა და ახლა თანადგომა სჭირდება.

კომენტარები