მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: 5-6 წელში მფრინავი მანქანები გამოვა და ეს ჩაჩაჩული ქალი უნდა ვინახოთ პრეზიდენტად?

„დღეს როგორ არის, ირჩევ პარლამენტს ოთხი წლის ვადით და გეუბნებიან, ოთხი წელი ხელი არ შეუშალოთო. რატო არ უნდა შეუშალო, ვინ არიან? ოთხი წელი სად აქვს ქვეყანას, ოთხი წელი არის მთელი ეპოქა. კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადში მანქანების ნახევარი გერმანიაში ივლის მძღოლის გარეშე. კიდევ ხუთ-ექვს წელიწადში, იქნება ძალიან ბევრი მფრინავი მანქანა, იმიტომ, რომ საცობის პრობლემას სხვანაირად ვერ გადაწყვეტენ. კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადში ადამიანები მასობრივად გაფრინდებიან კოსმოსურ ტურიზმში. ბარსელონის ნაცვლად წავლენ კოსმოსში. რეალურად ყველაფერი აქეთ მიდის და თქვენ რა გინდათ გვითხრათ, რომ ახლა სიტყვაზე, ბესელია რომ ავირჩიოთ კიდევ ხუთი წელი, ბესელიას უნდა ვუყუროთ, სანამ მსოფლიო კოსმოსში მიფრინავს?  ზურაბიშვილი შვიდი წელი რომ ჰყავთ არჩეული, შვიდი წელი უნდა ვინახოთ, რომ ეს ჩაჩაჩული ქალი არის საქართველოს წარმომადგენელი? მე კი არავისზე არ უნდა ვლაპარკობდე ჩაჩაჩულიაო. საუბარი არის იმაზე, რომ რა არის პირდაპირ დემოკრატიაზე; არ მოგვწონს პარლამენტარები – გამოვიწვიოთ. ჩამოვართვათ უმეტესი უფლებები, რითი არიან ისინი ჩვენზე ჭკვიანები? ვიღაც დეპუტატი თალაკვაძე, მესმის რომ კარგი პოეტია, მაგრამ რითი არიან ისინი უკეთესები?

 

განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ჰანოვერში, ემიგრანტებთან შეხვედრისას

კომენტარები