კვაჭანტირაძე: არჩილ თალაკვაძე ყველგან ჩემი ადგილმონაცვლე გახდა

ჯიბრში დგომა, ჯიუტობა, რომელიც არის პირდაპირ გამოვლენილი ქმედებაში. სხვა ახსნა ამას არაფერი აქვს. არჩილ თალაკვაძე ყველგან ჩემი ადგილმონაცვლე გახდა. არ ვიცი, ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რეალურად ასე გამოდის - ოზურგეთის მაჟორიტარიც თვითონ არის, უმრავლესობის ლიდერიც თვითონ არის, ახლა კიდევ ევროსაბჭოს დელეგაციაშიც მე ჩამანაცვლებს იანვრიდან ალბათ.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ზვიად კვაჭანტურაძე რუსთავი 2-თან ეხმაურება პარლამენტის გადაწყვეტლებას, რომლის მიხედვით ევროსაბჭოს მუდმივმოქმედ დელეგაციაში "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატები აღარ იქნებიან. მათ მმართველი პარტიის მოქმედი წევრები სოფიო კილაძე და არჩილ თალაკვაძე ჩაანაცვლებენ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები