ბოკერია გვენეტაძეს: მართლა გგონიათ, რომ მანდ ხალხის კულტურის შესაცვლელად ხართ დანიშნული?

თქვენ მართლა გგონიათ, მანდ დანიშნული ხართ იმიტომ, რომ ხალხის კულტურა შეცვალოთ? თქვენ გგონიათ, რომ ეს უფლებამოსილება გაქვთ? პროკურატურას და ივანიშვილს ვერ მოუწოდებთ, რომ არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომლებიც საბანკო სექტორს და კონკრეტულ ბანკს დააზიანებს და ჩვენ გვიბედავთ, დაბალი ღობე გგონივართ და მოგვიწოდებთ ნუ გააკეთებთ განცხადებებსო. და ხალხს მოუწოდებთ, რომ თურმე ჩვენმა ხალხმა ხარჯვა იცის მარტო და დაზოგვა არა. ბევრი ფული აქვთ? თქვენ ამბობთ ამას, რომელიც ხართ სულ 2%-ში შემოსავლის, მე კიდე 5-ში, ორივენი... დედოლარიზაციით რომ ამართლებთ, მაინტერესებს, თქვენ ძირითადი შემოსავლები და დანაზოგები რომელ ვალუტაში გაქვთ, დოლარში თუ ლარში?

ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიგა ბოკერია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის დროს კობა გვენეტაძეს მიმართავს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები