ევროპული საქართველო

ბოკერია: გულწრფელი სოციალისტებიც არ ხართ, ხალხის ფულით გინდათ მთავრობა იყოთ კარგად

ვუსმენდი ქართული ოცნების ერთ-ერთ გამორჩეულ სპიკერს. ხსნიდა, რომ ეკონომიკური ზრდა კი მნიშვნელოვანიაო... მაგრამ ჩვენთვიs მნიშვნელოვნია, რომ უთანასწორობა არ გაიზარდოსო. ანუ, ყველა ღარიბი გინდათ რომ იყოს, ან ვერვინ გამდიდრდეს თქვენი ახირების გამო?! 

თან ეს ახირება გულწრფელი არ არის. თქვენ გულწრფელი სოციალისტებიც არ ხართ, უფრო კლასიკური სოციალისტები ხართ, რომლებიც არიან ფარისევლები. იმიტომ, რომ ჩვენი ფულით გინდათ თქვენ, მთავრობა იყოთ კარგად და მერე აქ ეროვნული ბანკის პრეზიდენტივით ჭკუა გვარიგოთ, რომ ხალხი თითქოს ბრიყვია, - როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბრძანა - ხახლი არ ზოგავსო ფულსო, ხარჯავენო და ჩვენ ვართ ჭკვიანები და ვასწავლით როგორ უნდა დახარჯონ ფულიო. ოღონდ, ამ სწავლებაშ,ი ამ ფულს წაართმევთ მეტს და კიდევ უფრო გაუძვირებთ ცხოვრებას. თქვენს ცინიზმს საზღვრი ხომ უნდა ჰქონდეს?!

მეორეც - ეკონომიკის ზრდა და გაღარიბება შეუთავსებელია. უთანასწორობის ზრდა კი არ არის პრობლემა, ყველას ცხოვრება უკეთესი უნდა გახდეს, ზოგის მეტად - ზოგის ნაკლებად. ჩვენ გვინდა, რომ ყველა უფრო მდიდარი იყოს, ვიდრე გუშინ იყო. თქვენ გაქვთ ამბიცია რომ კულტურას დაამკვიდრებთ და გგონიათ რომ თანამდებობაზე ყოფნა არის ხალხის აღზრდა?! თქვენი თავი ხალხის მშობლები გგონიათ?!

მიმართა კოლეგებს პარლამენტი სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობისას

კომენტარები