საზოგადოებრივი ტრანპორტი

კალაძე: სხვათაშორის, ხალხს ძალიან დიდი იმედი აქვს ჩვენი და მოთხოვნაც უფრო დიდია

ერთერთმა ჩვენმა თანამშრომელმა, რომელიც მეტროში უკვე ძალიან დიდი ხანია მუშაობს, მკითხა რატომ არის აქტუალური განსაკუთრებით დღეს მეტროს მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები და რატომაა, რომ ყველა დაზიანების შემთხვევაში, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, წლების განმავლობაშიც ხდებოდაო და არავინ საუბრობდაო.

საზოგადოებას უფრო მეტი მოთხოვნა აქვს ჩვენ მიმართ, პირადად ჩემ მიმართაც, უფრო მეტი აქვთ იმედიც და შესაბამისად ეს არ უნდა გაგიკვირდეთ არავის. როცა მე ენერგეტიკის მინისტრად დავინიშნე, როდესაც ელექტროენერგიის გათიშვა ხდებოდა, ეს, რა თქმა უნდა, თელასის პრობლემა იყო, ავარიები იყო, დღესაც არის და სანამ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაშ მანამდეც იყო და ამის სტატისტიკაც არსებობს, ყველა ამბობდა, აბა კალაძე სად არის ელექტროენერგია გამოუშვით. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ უნდა გაგიკვირდეთ ეს დამოკიდებულება, თან მე პოლიტიკური ფიგურა ვარ, პარტიის გენერალური მდივანი ვარ და და სხვათაშორის ხალხს ძალიან დიდი იმედი აქვს ჩვენი და რა თქმა უნდა, მოთხოვნაც უფრო დიდია, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. არსებული სიტუაცია, რაც გვაქვს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არავისთვის მისაღები არ არის, არც ჩემთვის არც თქვენთვის არც მოსახლეობისთვის. ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ და მე პირობას გაძლევთ ჩვენ ვიქნებით თითით საჩვენებელი დედაქალაქის მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისე მოაგვარებს და მოაწესრიგებს, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იქნება ასეთი, მე ამის ამბიცია და პრეტენზია ნამდვილად მაქვს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

კომენტარები