სალაძე ღარიბაშვილზე: ნაციონალური მოძრაობის დანამატები ქართულ ოცნებაში უნდა მოძებნოს

ბატონმა [ირაკლი] ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დანამატები ქართულ ოცნებაში უნდა მოძებნოს, გადახედონ კარგად. სხვა მხრივ, მე არ ვიღებ ამ შენიშვნას იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ დღეს [საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია]. ჩვენ უფრო დიდი ისტორია გვაქვს, ვიდრე ქართულ ოცნებას ან ყოფილ მმართველ გუნდს

ასე ეხმაურება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე სულხან სალაძე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის, 14 აპრილს იმედის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დანამატები უწოდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები