ვენეციის კომისიის დასკვნა

ბესელია: ეს დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის

ეს დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის. ამაზე უფრო მტკივნეული, ამაზე უფრო მკვეთრი გაკრიტიკება იმ პროექტის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვაკრიტიკებთ სამართლიანად, წარმოუდგენელია. ამ რეკომენდაციაში იკითხება ძალიან მკაცრი და მე ვიტყოდი წითელი ბარათის ტოლფასი შედარება, ერთი, რომ ვენეციის კომისია ეუბნება საქართველოს ხელისუფლებას, რომ პარლამენტს და იუსტიციის საბჭოს არ აქვს საკმარისი ნდობა, იმიტომ რომ პარლამენტი ირჩევს და იუსტიციის საბჭო წარადგენს. ეს რეკომენდაცია შინაარსობრივად ძალიან მარტივად ითარგმნება, რომ ხელისუფლების 2 შტომს მიმართ უნდობლობაა.

თქვა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ. ვენეციის კომისია უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე კრიტიკულად აფასებს.

კომენტარები