უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

სამადაშვილი უკრაინაზე: ჩვენთანაც იქნება პროტესტის ხმა ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ

ზელენსკის არჩევა უკრაინაში აჩვენებს იმას, რომ ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში ამომრჩეველს, ხალხს აქვს ძალიან მობეზრებული კორუფცია, უძრაობა, რომელშიც არის ჩაფლული ქვეყანა. ჩვენ ვნახეთ რა მოხდა სომხეთში, რა მოხდა უკრაინაში... ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პროტესტის ხმა, რაც ჩვენ გავიგეთ გუშინ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ დიახ, საქართველოშიც შემდეგ არჩევნებზე ეს პროტესტის ხმა ესტაბლიშმენტის, ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ, იქნება ძალიან ხმამაღალი და თავის პოლიტიკურ შედეგს მოიტანს.

საქართველოს პარლამენტის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძროაბიდან", სალომე სამადაშვილი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. ამ დროისთვის არსებული მონაცმებით, ვოლოდიმირ ზელენსკის ხმების 73.19% აქვს, ხოლო პეტრო პოროშენკოს - 24.48%.

კომენტარები