ნადირობა

ზაზა ხუციშვილი: ნადირობა მამაკაცის გენეტიკაში და არსში დევს

ნადირობის თემა ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მიუღებელია. როდესაც მე არჩეული ვიყავი პირველ მოადგილედ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის [თავმჯდომარის], ძალიან დიდი აგრესია გამოიწვია, რომ შეიძლება იყოს მონადირე გარემოს დამცველი. ნუ, ახლა გარემო და ამ მიმართულებით ნადირობა არის მხოლოდ ერთი საკითხი და იქ არის უამრავი თემა. ასე არ შეიძლება ამ საკითხს რომ შეხედო. რაც შეეხება ნადირობას, მინდა გითხრათ პირველ რიგში, რომ ადამიანმა თავისთვის მტვრულ გარემოში სწორედ ნადირობით და შეგროვებით გადაირჩინა თავი და ეს არის მისი პირველი პროფესია, რომელიც გენეტიკაში და არსში მამაკაცის დევს. ნადირობა ნებადართულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. არც ერთი ჩვენი წამყვანი რელიგია ხორცის ჭამას არ კრძალავს. ამიტომ, ნადირობასთან ბრძოლა არ მიმაჩნია სწორად, პირიქით, უნდა იყოს ეს კანონმდებლობის და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ისე დარეგულირებული, რომ მუშაობდეს ისე, როგორც ამერიკისა და ევროპის წამყვან ქვეყნებში. მონადირეები იყვნენ ფოლკნერი, ჰემინგუეი, რევაზ ლაღიძე და ა.შ. 

ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა TV პირველის გადაცემა "საქმიან დილაში" სამონადირეო ტურიზმზე საუბრისას თქვა.

კომენტარები