კვიციანი სააკაშვილს: მე ვიქნები შენი ადვოკატი, მხოლოდ დანაშაულის შესაბამისად გასამართლდები

მიშა, მე რომ არ მიშვებდნენ საქართველოში, ვიპოვე ახლობლის ახლობელი, რომელიც დეპორტით დამეხმარა, შენც ამ გზით გირჩევ წამოსვლას, გაძლევ პირობას, მე ვიქნები შენი ერთერთი ადვოკატი, რომელიც არ მივცემ უფლებას ხელისუფლებას, უსამართლოდ მოგექცეს!

მე და ჩემი თანამოაზრეები არ დავანებებთ ხელისუფლებას, მოგექცნენ ისე, როგორც შენ გვექცეოდი! მხოლოდ დანაშაულის შესაბამისად გაგასამართლებენ და არა ისე, შენ რომ შეგვითხზე 300 ათას ქართველს სისხლის სამართლის საქმეები

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, რომელმაც თქვა - "მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც არათუ არ გარბის, არამედ უნდა და ამბობს - წამიყვანეთ, დამიჭირეთ, გამასამართლეთ, ჩამსვით ციხეში. ისინი კი მპასუხობენ - "არა, არა, არა, დარჩი იქ, სადაც ხარ".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები