სანიკიძე პანკისზე: ჰესი რომ საბაბია და არა მიზეზი, ეს ცხადია

ყველა ვარიანტში პასუხისმგებელი არის ხელისუფლება იმიტომ რომ ის განაგებს ქვეყნის ბედს და რა თქმა უნდა ამ ხელისუფლების თავკაცი ვინც არის, ბიძინა ივანიშვილი. ორი აზრი არ არსებობს. ჰესი რომ საბაბია და არა მიზეზი, ეს ცხადია. საბაბია იმ დაპირისპირებისთვის რაც იქ მოხდა. ბუნებრივია, რას ელოდებოდა ხელისუფლება იქ? განსაკუთრებით მაჩალიკაშვილის შემდეგ, ია და ვარდებით დახვდებოდა ხალხი? ხელისუფლება მაჩალიკაშვილთანაც ძალიან ბინძურად იქცევა, ხმებს უვრცელებენ დაღუპულ ბავშვს, რომ ის იყო ტერორისტი. რომ არ იყო ამის დამადასტურებელი საბუთი ჩემთვის არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც ის თეორიულადაც არ არის დაშვებული, რომ შეიძლებოდა ტერორისტი ყოფილიყო. აბსოლუტურად გაუმართლებელი, დანაშაულებრივად გაუმართლებელი უცოდინრობა, იმასთან დაკავშირებით, რა ფორმით და როგორი ფორმით შევიდნენ. ორი რამ გააფუჭეს იქ - ერთი ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა ქართული ხელისუფლების მიმართ განულებულია და იმედს ვიტოვებ, რომ ქართული სახელმწიფოს მიმართ მათ ეს პრეტენზიები არ ექნებათ მომავალში. მეორე, რაც მთავარია - ქართული პოლიციის დემორალიზაცია და განადგურება ხალხის თვალში

თქვა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრმა გუბაზ სანიკიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ასე პანკისის ხეობაში 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირება შეაფასა. ცნობისთვის, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას მოსახლეობის პროტესტი მოყვა - ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები