გზის დაკეტვა დავით გარეჯში

მდინარაძე: დავით გარეჯში პრობლემა აღმოიფხვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამოწურულია

პერიოდულად ასეთი პრობლემები თავს იჩენს და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გარკვეულ დღესასწაულებს ემთხვევა. პრობლემა რამდენიმე საათში აღმოიფხვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოწურულია. კომისიებმა, რომლებიც დემილიტარიზაციის საკითხზე მუშაობენ, უნდა გააგრძელონ მუშაობა და შედეგი უნდა ვნახოთ. ეს არის გამოსავალი, რაც ასეთი ცუდი შემთხვევის პრევენციას მოახდენს.

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე დავით გარეჯში განვითარებული მოვლენების შესახებ. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტეერთან მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს, თუმცა დღეს გზა გაიხსნა. მდინარაძის ამ კომნეტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები