სალომე ზურაბიშვილი

მდინარაძე პრეზიდენტის retweet-ზე: ადრე ასეთ თემებს კურიოზებში უშვებდით, ახლა ყურადღებას აქცევთ

ამ ბოლო დროს ისეთ თემებს აქცევთ ყურადღებას, როგორ თემებსაც ადრე საახალწლო ეთერებში და კურიოზებში უშვებდით. ახლა აჟიტირება ხდება.

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის tweet-ის გაზიარებაზე. ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს "მძინარას“ უწოდებს. მოგვიანებით პოსტი სალომე ზურაბიშვილის გვერდიდან წაიშალა და ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ეს სოციალური მენეჯერის შეცდომა იყო. დღეს კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმაც არ არის გამორიცხული.

კომენტარები