თქვენ რომ არ გეხსენებინათ ჩემი სახელი, პოლიტიკურ პარტიებს სასამართლო რომ არ გაერიათ პოლიტიკაში, მე როგორც მოსამართლე, ვიქნებოდი მშვიდად, მაგრამ ახლა ჩემი, როგორც ასოციაციის თავმჯდომარის და პირადად მოსამართლის ვალდებულებაა, დავიცვა სასამართლო კორპუსი და მე თუ არ დავიცავი ჩემი თავი, შესაბამისად, ვერ დავიცავ სასამართლო კორპუსს. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ დღეს სასამართლო ჩაება პოლიტიკაში, ეს არ არის სასამართლოს ბრალი, ეს არის თქვენი, პოლიტიკოსების ბრალი
tbl.ge/3nk6
დაკოპირდა
ვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძე ტელეკომპანია იმედის გადაცემაში "პირისპირ". მას დებატების დაწყებისას, ადვოკატმა, მთაწმინდის მაჟორიტარმა კანდიდატმა შალვა შავგულიძემ უთხრა, რომ "პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული თუ ჩათრეული". შავგულიძემ მას შეახსენა, რომ მოსამართლეს კანონით ეკრძალება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.
ამავე თემაზე
- მურუსიძე: მინდა, არასამთავრობოები დავამშვიდო, ნამდვილად არ ვაპირებთ შეიარაღებულ თავდასხმას
- მურუსიძე: წავლენ მოსამართლეები აშშ-ში და დაათვალიერებენ შენობებს, მარტო ეს ხომ არაა საქმე?
- მურუსიძე NGO-ებზე: უპასუხისმგებლოები, უზრდელები, ლეგიონია მათი სახელი
- ჩუგოშვილი მურუსიძე-შავგულიძის დებატზე: პოლიტიკურ დებატებში მოსამართლის ჩართვა ცუდი იდეაა
- მურუსიძე: ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა