ლევან მურუსიძე

მურუსიძე NGO-ებზე: უპასუხისმგებლოები, უზრდელები, ლეგიონია მათი სახელი

გამოდიოდნენ არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, აღმოჩნდა შემდეგ, რომ რუსთავი 2-ის საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი. ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამიტომ ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები, მოსამართლეს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ. ერთ კონკრეტულს არ გამოვყოფ, ჩემთვის ერთია, მათი სახელი ლეგიონია. როდისმე NGO-ებისგან განსხვავებული აზრი მოგისმენიათ? რაიმე დადებითი უთქვამთ სასამართლოზე? რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის ბოროტება ქვეყნის წინაშე და მართლმსაჯულების წინააღმდეგ.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამბობს ლევან მურუსიძე, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე წევრად დიმიტრი გვირტიშვილთან ერთად 23 ოქტომბერს აირჩია. საბჭომ ერთ კანდიდატად დიმიტრი გვრიტიშვილი წარადგინა, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი თავი თავად დაასახელა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, ლევან მურუსიძე, რომელიც ე.წ სასამართლო კლანის წევრია, აცხადებს, რომ სასამართლოში არსებულ ყველა პრობლემას აბრალებდნენ, მან კი გადაწყვიტა, რომ "პირადად უპასუხოს ბრალდებებს და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლოს".

კომენტარები