დაპირისპირება პანკისის ხეობაში

გახარია პანკისზე: მოვიქცევით ისე, როგორც არის ქვეყნის ინტერესებისთვის საჭირო

დღეს, შსს თავის უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს კონკრეტულ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის ეფექტური დაძლევა და ამაში თუ მოგვეხმარებით [ოპოზიცია], მადლობას გეტყვით. შესაბამისად, მინდა იცოდეთ, შეგიძლიათ, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში სრული კონტროლის ქვეშ დააყენოთ ეს პროცესი, ოღონდ პოზიტიური კონტროლის ქვეშ, ისე კი არა, რომ ამ ტრიბუნიდან ჩიხში შეგვიყვანოთ და ის გვითხრათ - "რას იზამთ ახლა, დაიჭერთ 100 ადამიანს თუ არ დაიჭერთ?". მოვიქცევით ისე, როგორც არის ქვეყნის ინტერესებისთვის საჭირო, მოვიქცევით ზუსტად ისე, როგორიც არის ქვეყნის ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში, პანკისის ხეობაში 21 აპრილს მომხდარ დაპირისპირებაზე.

კომენტარები