რუსთავი ორის საქმე

ბესელია R2-ზე: ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება მგონია, რომ ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება

ორივე კონტექსტი გასათვალისწინებელია, აქეთ ერთის მხრივ სტრასბურგის სასამართლოში ეს საქმე, რომელიც არ დამთავრებულა და მეორეს მხრივ, ძალიან მძიმე კრიტიკული განწყობები სასამართლოს მიმართ, რომელზედაც უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ღიად და დაუფარავად ლაპარაკობენ. ამიტომ, ეს მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს რა ტიპის გამოწვევაა ახლა და აქ რაღაცა ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება მე მგონია, რომ ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება, პოლიტიკური კონტექსტის გამორიცხვა ახლა ძალიან დიდი გულუბრყვილობა იქნება, ამიტომ მაქსიმალურად მკაფიო უნდა იყოს ყველა პასუხი.

ეკა ბესელია რუსთავი ორის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის შესახებ რუსთავი ორის ეთერში. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს დაგროვილი გადასახადების კომპენსაციას, ჯამში 26 მილიონს ლარს.

კომენტარები