რუსთავი 2-ის საქმე

კაპანაძე: R2-ს სჭირდება გვერდზე დგომა და ყველამ უნდა დავიცვათ, როგორც შეგვიძლია

R2-ს სჭირდება გვერდზე დგომა და ყველამ უნდა დავიცვათ, როგორც შეგვიძლია, იმიტომ, რომ თუ სიტყვის თავისუფლება საბოლოოდ ჩაახშეს, ეს იქნება საბოლოო დარტყმა დემოკრატიაზე და ივანიშვილის გამარჯვება.

ეს ყველამ კარგად გავაცნობიეროთ, სანამ ისეთ ქვეყანას მივიღებთ, რომელშიც ყველა ტელევიზია ისაუბრებს - რა კარგი და საამურია ცხოვრება, როგორ მივდივართ წინ და როგორ ვართ ყველაზე დემოკრატიულები და ევროპელები

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე. რუსთავი 2-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს დაგროვილი გადასახადების კომპენსაციას, ჯამში 26 მილიონს ლარს. გვარამიას თქმით, ამ სარჩელის მთავარი მიზანი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა, მისი ინფორმაციით, მთავარი მოთხოვნა, რასაც მოსარჩელე მხარე წამოაყენებს, მისი უფლებამოსილების შეჩერება იქნება.

კომენტარები