რუსთავი 2

იონათამიშვილი R2-ს: თქვენს ტელევიზიაში არამარტო სიტყვის, გინების თავისუფლებაც არსებობს

ეს არის ერთი კომპანიის მეწილეებს შორის არსებული დავა და უსაფუძვლოა ამ დავაში პოლიტიკური სარჩულის დადება. მე არ მგონია, რომ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც ფიქრობდნენ იმას, რომ მედიას დღეს არ აქვს სიტყვის გამოთქმის თავისუფლება. უფრო მეტიც, ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენს ტელევიზიაში არამარტო სიტყვის, არამედ გინების თავისუფლებაც არსებობს. ფაქტი, როგორც ინფორმაციის წყარო, არ მიეწოდება მიზანმიმართულად ჩვენს მაყურებელს, ნუ ეს არის ტელევიზიის საკადრო პოლიტიკა, მას აქვს ამის უფლება, ცხადია, რომ ჰქონდეს. ჩემი პოზიცია რომ გითხრათ, მე ყოველთვის მირჩევია, რომ ობიექტურობის მაღალი სტანდარტი არსებობდეს ყველა ტელევიზიაში​.​

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, რატი იონათამიშვილი რუსთავი ორის საქმეზე ამავე ტელეკომპანიასთან საუბრობს. 6 მაისს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს დაგროვილი გადასახადების კომპენსაციას, ჯამში 26 მილიონს ლარს. საჩივარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ უკვე შეტანილია. რუსთავი ორის დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ახალი გეგმაა.

კომენტარები