მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

ბოკერია: თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია, ხელისუფლება ვალდებულია გადადგას შესაბამისი ნაბიჯები

თუ გამოძიებამ აუცილებლად ჩათვალა, რომ ეს გაესაჯაროებინა ჩანაწერი, გამოძიების ფარულად გაგრძელებისა და თვალთვალის ნაცვლად, აქ ერთადერთი ლეგიტიმური ახსნა შეიძლება იყოს, რომ იმ რისკზე აღარ წავიდნენ, რომ გაგრძელებულიყო თვალთვალი და შესაძლოა დამდგარიყო რაღაც შედეგი და საჭირო იყო მოქმედება და საზოგადოების ინფორმირება. თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგმება, მაშინ ბუნებრივია ეს კითხვა ჩნდება, რატომ გაასაჯაროვეს ეს ამბავი... თუ ეს ავთენტური ჩანაწერია ხელისუფლება ვალდებულია გადადგას შესაბამისი ნაბიჯები

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია მახლაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე და სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე ტვ პირველის ეთერში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

კომენტარები