ქობულია: 5%-იანი ზრდა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გვაქვს ორჯერ მეტის პოტენციალი

5% [მშპ-ს ზრდა] მე ვიტყოდი, რომ რეგიონთან შედარებით არის მაინც დამაკმაყოფილებელი ზრდის ტემპი. იმიტომ, რომ რეგიონთან შედარებით ჩვენ მაინც წინ ვართ. რაც შეეხება მტკიცებას, რომ ეკონომიკა ჩვენთან ჩამოშლილია, მე ამას ვერ დავეთანხმები. პრინციპში, ჩვენთან არ არის ასე ცუდადაც საქმე, ჩემი აზრით, არ არის ჩამოშლილი. მაგრამ რაც მე მინდა ვთქვა, [ისაა] რომ ჩვენ გვაქვს ორჯერ მეტი პოტენციალი, თუ გადავწყვიტავთ იმ საკითხებს, რომლებიც მე გავაჟღერე. კი, შეიძლება რეგიონთან შედარებით კარგი ზრდა გვაქვს, არ არის ასე ჩამოშლილი საქმე. მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი სიღარიბე, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი უმუშევრობა, რა თქმა უნდა, ხალხის მოლოდინი არის იმაში, რომ ტემპი უფრო მაღალი იქნება. და თუ ჩვენ გვაქვს ამ ტემპის პოტენციალი, რატომ არ უნდა ავითვისოთ ეს?

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები