არჩევნები 2019

გახარია: რისკების და პროვოკაციების მიუხედავად, სრულად უზრუნველყოფთ უსაფრთხო გარემოს

როდესაც მხოლოდ მთაწმინდაზე ვაძლევ ხმას, განსაკუთრებით ვითვალისწინებ ამ უბნის, ამ რაიონის ინტერესებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს არჩევნების დღეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიუხედავად იმისა, სად, რომელ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აძლევენ ხმას, დემოკრატიულ გარემოში და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი. ამას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმ რისკებისა, იმ პროვოკაციებისა, რომელიც შეიძლება იგეგმებოდეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის შუალედურ ოლქში საკუთარი არჩევანი გააკეთა.

კომენტარები