არჩევნები 2019

ღარიბაშვილი: მხდალმა პოლიტიკოსმა არჩევნებში ცოლი გამოუშვა, ამით ყველაფერი ნათქვამია

ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა [მიხეილ სააკაშვილი] მისი ცოლი, მისი მეუღლე გამოუშვა ამ ბრძოლაში, მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ამ ქვეყანაში გამოიტანს ასეთ დასკვნას, რომ ეს ადამიანი როგორც იქცეოდა ომში, 2008 წელს, როდესაც მან გამოაჩინა და მთელი ქვეყნის სირცხვილი აჩვენა მთელ მსოფლიოს, როგორც მხდალმა ადამიანმა, მხდალმა პოლიტიკოსმა, მან იგივე გაიმეორა ამ შემთხვევაშიც - არჩევნებში გამოუშვა თავისი მეუღლე.

ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი LIVE-ს ეთერში სექსისტური განცხადებები გააკეთა.

კომენტარები