სააკაშვილი არჩევნებსა და ივანიშვილზე: ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება

სინამდვილეში, გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება, ამაში ვარ დარწმუნებული. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ აქტივისტს, თითოეულ ადამიანს, ვინც მოვიდა ხმის მისაცემად და რაც მთავარია, ვინც დარბოდა თვეები, კვირები, არაფერს შეეპუა და გუშინ ძალიან მაგრად ეჭირა თავი საარჩევნო უბნებთან და საარჩევნო უბნების შიგნით. ეს ხალხი საქართველოს მომავლის ოქროს რეზერვია და ძალიან მალე თქვენ იქნებით საქართველოს მომავლის განმკარგავი.

სინამდვილეში, ივანიშვილმა გუშინ რეალურად დიდი დარტყმა მიიღო და ეს იცით, ისტორიულად რას მახსენებს? 2004 წლის მარტში საქართველოში ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ახლად არჩეული პრეზიდენტი ვიყავი, ძალიან პოპულარული, მათ შორის აჭარაშიც. იქ ჩავიყვანეთ მრავალი ათასი დამკვირვებელი, სახელისუფლებო ბერკეტების ნაწილი ჩვენს ხელში იყო. ასლან აბაშიძემ არჩევნებში ისეთივე მოგება ჩაიწერა, როგორიც დაახლოებით ივანიშვილმა ჩაიწერა გუშინ საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. ზუსტად 2 თვეში იქ გამოვიდა ხალხი და აბაშიძე დაამხო. ეს ისტორიის გაკვეთილია

ერთი ერთზე ჰგავს ივანიშვილი აბაშიძეს. სინამდვილეში მან დაამყარა ასლანიზმი საქართველოში. რეჟიმი დამყარებული დაშინებაზე, მოსყიდვაზე და სხვადასხვა ასეთ შავ-ბნელ მექანიზმებზე, მაგრამ ეს არ იმუშავებს.

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა ფეისბუქ-ლაივის დროს, 2019 წლის 19 მაისის არჩევნების შეჯამებისას. ზუგდიდში ენმ-ის და კიდევ 12 პარტიის კანდიდატი სანდრა რულოვსი იყო. ის ქართული ოცნების კანდიდატთან, გიორგი შენგელიასთან პირველივე ტურში დამარცხდა. რულოვსმა ხმების 42.75% მიიღო, შენგელიამ - 54,45%; 
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები