არჩევნები 2019

ჯაფარიძე: ყველას კარგად ესმის, რომ შალვა შავგულიძე არის ფასადზე გამოდგმული თოჯინა

გირჩს ჰყავს ყველაზე მოაზროვნე ამომრჩეველი, მიუხედავად შალვა შავგულიძის წესიერებისა, ყველას კარგად ესმის, რომ შალვა შავგულიძე ახლა არის ფასადზე გამოდგმული თოჯინა, რომელიც ხან გენპროკურორის თანამდებობაზე წარადგინა ევროპულმა საქართველომ, ახლა კი, პარლამენტში უნდა შეყვანა. მეორედ ხდება, რომ სხვა პარტიის თავმჯდომარეს მაღალ თანამდებობაზე უშვებს პარტია, რომელსაც რაღაცებზე პრეტენზია აქვს. ეს კარგი, გასაგებია, რომ საკუთარ კანდიდატს არანაირი შანსი არ აქვს არც ერთ და მეორე შემთხვევაში.

ყველას კარგად ესმის, რომ შუალედური არჩევნები არაფერს არ ცვლის პარლამენტში და სინამდვილეში ორი რამე უნდა გაირკვეს ამ არჩევნებზე - თუ მოიგო შავგულიძემ, ეს იქნება სიგნალი, რომ 1. ბიძინა სუსტდება და 2. ევროპული საქართველო იმყარებს პოზიციებს.

პირველი ძალიან კარგია, ბიძინა რომ სუსტდება, მაგრამ მეორეში, რომ ევროპული საქართველო გაიმყარებს პოზიციებს, ეს რამდენად კარგია, მაგაში გირჩში არ ვართ მაინცდამაინც დარწმუნებულები, მანამ სანამ თქვენიანი მხარს უჭერს საპატრიარქოს შემოგდებულ კანონპროექტს, რომ წილხვედრობის დღე აღინიშნოს, ზოგადად, სანამ ვერ ბედავთ, საპატრიარქოს შემოგდებული კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეთ ხმა, სანამ პარტიის თავმჯდომარე დიდი კელაპტრებით დარბის ტელევიზიებში გამოსაჩენად ყველა რელიგიური დღესასწაულზე, სანამ გულწრფელად არ დავინახავთ, ძალაუფლების და კომფორტის გარდა რა გინდათ, სანამ ნარკოპოლიტიკაზე გექნებათ ეგ პოზიცია, რომ "ჩვენ დეკრიმინალიზაციას კი ვუჭერთ მხარს, მაგრამ კომპლექსურია მიდგომაა საჭირო", სანამ თამაშობთ და არ გვაქვს არანაირი გარანტია, რას იზამთ, როცა ძალაუფლება თქვენი იქნება, მეტიც, სანამ ყველანაირი საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ სისტემური ძალადობა გაგრძელდება ბევრი მიმართულებით თუ თქვენს ხელში იქნება ძალაუფლება, მანამდე არ ავიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს გამარჯვებაზე, თუ ითხოვთ, ბრმად გენდოთ, რომ თქვენს ხელში სისტემა ნაკლებად ძალადობრივი იქნება, ვიდრე ბიძინას ხელშია, რავი, არ გენდობით მარტივად და არ ვაპირებთ რაღაცების ზომვას, ვის ხელში უფრო ნაკლებად ძალადობრივი იქნება სისტემა.

არც საფუძველიც არ გვაქვს, რომ გენდოთ. როცა გქონდათ ძალაუფლება, ასე იყო, მეტიც, ეს ძალადობრივი სისტემები თქვენი აწყობილია, ამათმა უბრალოდ გადმოიბარეს და არანაირი გარანტია, არ გვაქვს, რომ უკან გადაიბარებთ. და სარწმუნო ნიშნებს, რომ ამ რაღაცებს შეცვლით, მაინცდამაინც არ იძლევით. არ არის სარწმუნო. თქვენი ბაბლის შიგნით შეიძლება ვიღაცებს სჯერათ, მაგრამ აქეთ ნაკლებად

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ევროპული საქართველოს მხარდამჭერებს მიმართავს. ცნობისთვის, 20 მაისს გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჰერმან საბომ თქვა, რომ მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე გაიმართება. ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები