ლარის გაუფასურება

კახიძე ბახტაძეს: სად არის ის ქვედა ზღვარი, როცა აღიარებთ, რომ მავნებელი ხელისუფლება ხართ

ამ დარბაზში თქვენს წინამორბედს თქვენმა ერთერთმა ლიდერმა, ფრაქციის თავმჯდომარემ დაუსვა კითხვა თუ არის განსაზღვრული ის მიჯნა, რომლის ქვემოთაც ლარი აღარ გამყარდებაო. ლარი ალბათ იცით, რომ გაუფასურების პიკზე არის. ამ გაუფასურებულ ვალუტაში ინახავთ ჩვენი მოქალაქეებისგან იძულებით ამოღებულ ფულს, რომელიც თურმე თქვენ უკეთესად იცით სად წაიღოთ. ამ დროს საინვესტიციო საბჭოც არ არის შექმნილი, რომელმაც უნდა დააბანდოს ეს თანხა. პარალელურად 700 ათასზე მეტ სესხზე ჩვენს მოქალაქეებს უთხარით უარი, შეუზღუდეთ წვდომა ფინანსებზე, იმიტომ რომ თქვენ უკეთ იცით თურმე როგორ დაგეგმონ მათ თავიანთი ოჯახი და თავიანთი ბიუჯეტი. თქვენ ხართ მთავრობა, რომლის დროსაც ეკონომიკური ზრდის ტემპი განახევრდა, თქვენ ხართ მთავრობა, რომლის დროსაც ლარი გაუფასურების პიკზე არის და მართლა სად არის ის ქვედა ზღვარი, რომლის მერეც აღიარებთ, რომ ხართ მავნებელი და არაკომპეტენტური ხელისუფლება.

ევროპული საქართველოს წევრის ოთო კახიძის კითხვა მამუკა ბახტაძეს. დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრს უსმენენ

კომენტარები