პატრიოტთა ალიანსი

კვიციანი: ბიძინა, ფეხზე დაკიდება მხოლოდ ფულიანებმა არ იცით, სახლთან მოგადგებით ლოზუნგებით

მეგობრებო, გადავწყვიტე, არ შეუერთდე არცერთ აქციას, რომელიც არ იქნება მიმართული შედეგზე! არასოდეს არ იქნება შედეგიანი აქცია პარლამენტისა და კანცელარიის წინ, რადგან არაფერს დღეს არ წყვეტს არცერთი ზემოთ ხსენებული ინსტიტუტი! ნებისმიერი პრობლემა მოდის სამი ადგილიდან. 1)ამერიკის საელჩო. 2) სუს-ი. 3)ბიძინა ივანიშვილი.

მე თავად გამოვაცხადებ დანარჩენ რეპრესირებულებთან ერთად შიმშილს ბიძინა ივანიშვილის სახლთან სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით! ბიძინა! დაგვიბრუნე ქართველებს, რაც წაგვართვი სააკაშვილის ხელით! არავინ ჭამს ამ თაღლითურ გეგმებს ქართველთა განადგურების! პროკურატურა გაჩერებული გყავს, სასამართლო პრივატიზებული, პარლამენტის უმრავლესობა ბოკერიას მეშვეობით პარალიზებული! ქართველი ხალხი კი, გაწყვეტის გზაზე დაყენებული! არ დაგანებებთ ქართველი ხალხის განადგურებას! მრავალჯერ მოგმართე - აღადგინე დაპირებული სამართლიანობა. ფეხზე დამიკიდე და ფეხზე დაკიდება მხოლოდ ფულიანებმა არ იცით! უფლის სახელით შევიკრიბებით შენს მიერ 2004 წლიდან რეპრესირებული ქართველები და მოგადგებით მალე ლოზუნგებით სახლთან და არა პარლამენტსა და უაზრო ადგილებთან, როგორც ამას შენ მიერ მართული ადამიანები აკეთებენ!!! ვისაც რა უნდა ქართველებისთვის, ის მოგეცეთ ასმაგად! დიდება ღმერთს!!!

მეგობრებო, გააზიარეთ ყველამ, ემიგრანტებო, დაგვიდექით გვერდში, რათა დაგახვედროთ ქვეყანა ისეთი, როგორსაც ნატრულობთ!

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი Facebook-ით ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

კომენტარები