არჩევნები 2019

შავგულიძე: რაც შეიძლება მეტნი უნდა მოვიდეთ არჩევნებზე, მხოლოდ ეს არის გამარჯვების გასაღები

არჩევნები, ეს მართლაც არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პროცესი, რა დროსაც ხალხი უშუალოდ ირჩევს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მთაწმინდაზე ხვალ ასეთი დღეა. რაც შეეხება მოლოდინებს, მინდა მივმართო მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველს, სწორედ, ამ მოლოდინიდან გამომდინარე, რომ ვისაც მიგვაჩნია, რომ საჭიროა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, არ ვართ წინააღმდეგნი, რომ ეს მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან დაიწყოს, ამისთვის ამ ნების გამოხატვაა საჭირო. ხვალ, არჩევნების დღეს, რაც შეიძლება მეტნი უნდა მოვიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. აი, მხოლოდ ეს არის გამარჯვების გასაღები, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი უნდა მოვიდეს არჩევნებზე. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ვერ შეძლებს იმ რაღაც მაქინაციებით აი ამ მასიურად გამოხატული ხალხის ნების განეიტრალებას.

მთაწმინდაზე ბლოკი "ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე სულხან საბას სკვერში ესწრება კონცერტს "ყველა ხმას აქვს აზრი".

კომენტარები