თბილის პრაიდის აქცია

ხოშტარია: სახელმწიფოს არასწორი დამოკიდებულება აქვს აზრის გამოხატვის და ძალადობის მიმართ

აქ არის ყველაზე მთავარი სახელმწიფოს არასწორი დამოკიდებულება აზრის გამოხატვის, მუქარის და ძალადობის მიმართ. აქ არიან ადამიანები, ვისაც უნდათ, რომ აზრი გამოხატონ და იქეთ არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან ამაში. ამიტომ, სახელმწიფომ ამ დროს უნდა იმოქმედოს კანონის მიხედვით და არ მისცეს მოძალადეებს საშუალება, რომ ხელი შეუშალონ აზრის გამოხატვაში. ყველა პოლიციელის მადლობელი ვარ, ვინც აქ დგას და იცავს ხალხს, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რომ გაიყვანონ ისინი ვინც იმუქრება. ამ ადამიანებს ვინც აქ დგას, აქვს უფლება, რომ გამოხატონ აზრი. მე ვდგავარ აქ იმ ადამიანების გვერდით, ვინც არიან დაჩაგრულები. არის კანონი, რომელიც იცავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, კანონი ამბობს, რომ ვინც ხელს უშლის უნდა გაიყვანო და დასაჯო. როგორც კი იტყვიან უმცირესობების წარმომადგენლები რომ ჩვენ გვინდა გასვლა, კი ბატონო გავლენ და მათი უსაფრთხო გასვლა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. სადამდეც იტყვიან, რომ აქ გვინდა დგომა უნდა იდგნენ და უნდა გაიყვანონ მოძალადეები.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია კანცელარიასთან თბილისის პრაიდის წარმომადგენლების აქციაზე, სადაც ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქცია მართავენ

კომენტარები