თბილისი პრაიდი

ბოკერია: სხვები უბრალოდ ჩემს ციხეში ჩასმას ითხოვდნენ და ვასაძეს ჩემთან ერთად უნდა საკანში

რაღაც პროგრესი მაქვს, სხვები უბრალოდ ციხეში ჩასმას ითხოვდნენ ჩემსას და ამას ჩემთან ერთად უნდა საკანში, ოღონდ, ეს სიმპათიის გამოხატვად უნდა ჩავთვალო მისი მხრიდან თუ არა, არ ვიცი ჯერ

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში გამოეხმაურა პროპუტინური დაჯგუფების ლიდერის ლევან ვასაძის ვიდეომიმართვას. ვასაძემ დაპატიმრების შემთხვევაში გიგა ბოკერიასთან ერთ საკანში ჩასმა მოითხოვა - "ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. მერე მართლა გექნებათ უკვე ჩემი დაკავების ლეგალური მიზეზები" - თქვა ვასაძემ.

კომენტარები