მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეა

კალაძე: წინასწარ უნდა გვეფიქრა, შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტში

ალბათ წინასწარ უნდა გვეფიქრა, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მე, როგორც ქალაქის მერი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, პირდაპირ გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც პარლამენტში ხდება. ვფიქრობ, მოგვიანებით გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მოვითხოვ, დაუყონებლივ შეწყდეს სხდომა. ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, პატრიოტები ვართ, ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ დროს მგონია, რომ არ არის მისაღები ის, რაც დღეს ხდება. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე. იმ ფაქტმა, რომ რუსი დელეგატი, დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავეს. სიტყვიერი დაპირისპირებების შემდეგ გადაწყდა, რომ ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ ჩატარდება.

კომენტარები