აქციის დარბევა

კახიძე აქციის დარბევაზე: გავრილოვი კმაყოფილია ალბათ, პუტინიც ნასიამოვნები იქნება

ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, (რომლის გადადგომაც კი არავის მოუთხოვია, ისეთ პოლიტიკურ არარაობად თვლიან), განცხადება გააკეთებინეს - რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი ჩვენი ხელწერა არ არისო.

შემდეგ რაღაც ტექსტი იყო, სტანდარტული ქოცური ბოდვა - “დასრულდა დრო, როცა ..”

ჰოდა მერე გააკეთეს ის, რაც ვნახეთ. თავში ესროლეს განურჩევლად რეზინის ტყვიები ხალხს. ცალთვალები დატოვეს ახალგაზრდა გოგო-ბიჭები.

გავრილოვი კმაყოფილია ალბათ. პუტინიც ნასიამოვნები იქნება.

არ შერჩებათ! არც გავრილოვებით ხალხის დამცირება და არც ანტიოკუპაციური მიტინგის ასე დარბევა.

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე რუსთაველზე აქციის დარბევის შესახებ.

კომენტარები