მარგველაშვილი: გუშინ დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი, მიზეზი რუსეთის ინტერესების დაცვა იყო

დღეს არ შემეძლო არ მოვსულიყავი აქ, სადაც 30 წლის წინ, რუსეთის იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე, დაიღვარა ქართველი ახალგაზრდების სისხლი. გუშინ ღამეც აქ დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ინტერესების დაცვა. 30 წლის წინ აქ იდგნენ ქართველი პოლიციელები, მაშინ მილიციელები ერქვათ და ისინი იცავდნენ დემონსტრანტებს. ჩვენ დღემდე მათი მადლობელი ვართ. 30 წლის წინ, შემდეგ დღეს აი აქ დაიწვა კომუნისტური პარტიის მანდატები. დღეს, როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, მე მინდა ვთხოვო ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე ვინც საქართველოს სუვერენიტეტს იცავს. იცავენ საქართველოს ღირსებას. იცავენ იმას, რომ რუსებს არასდროს არ გაუვათ, რომ ჩვენ მივიღოთ მათი რეალობა. რუსული დროშა არასდროს არ იფრიალებს ამ პარლამენტზე. მე მინდა მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს ქართული ოცნებიდან გაემიჯნონ ამ ძალადობას, გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების და პატრიოტების ქუჩაში დევნას, სროლას და გამოყენებას ისეთი იარაღის, რის შედეგადაც დღეს ასობით ადამიანი არის დაზარალებული. გამოვხატავ ჩემს დარდს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაზარალებულია დემონსტრანტების და პოლიციელების მიმართ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან მივიდა და გუშინ იქ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მარგველაშვილმა ქართულ ოცნებას მოუწოდა გაემიჯნონ ძალადობას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები