აქციის დარბევა

ხოშტარია: პოლიტიკოსებს გვმართებს დიდი პასუხიმგებლობა, რომ პროტესტი იყოს მშვიდობიანი

გუშინ ჩვენ ვნახეთ ფარისეველი, უპასუხიმგებლო და სატიკი ხელისუფლება, რომელიც ლეგიტიმური პროტესტის შემდეგ გაექცა პასუხიმგებლობას და დაუპირისპირდა მოქალაქეებს. ზღვარი გადალახულია, ქვეყანა არის კრიზისში, ეს არის ფაქტი. გუშინდელი ვითარების შემდეგ, ერთადერთი გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, პროტესტის გაგრძელება, ოღონდ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ პოლიტიკოსებს გვმართებს დიდი პასუხიმგებლობა, რომ ეს პროტესტი იყოს მშვიდობიანი და არ გასცდსე კანონიერ ჩარჩოებს. ამასთანავე პროსტესტის მოთხოვნები უნდა ასახავდეს რეალურ ვითარებას. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, არავის ინტერესში არ არის რაიმე კანონიერ ჩარჩოებს გაცდენა და დღეს 7 საათზე რუსთაველზე შევიკრიბებით, რომ  ვიბრძოლოთ პროპორციული არჩევნებისთვის.

კონსულტაციები გვაქვს ყველასთან, ეს ვერ იქნება მხოლოდ პარტიული პროცესი. აქ არის ჩართული მთლიანად საზოგადოება. ზოგს არ მოსწონს ჩვენი პარტია, ან სხვა პარტიები და მე ეს ძალიან კარგად მესმის, უბრალოდ ყველას ესმის, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება სერიოზული ფუნდამენტური ცვლილებები, რაც არის სწორედ პროპორციული სისტემა. ჩვენი პოლიტიკოსების პასუხიმგებლობაა, რომ ისევე როგორც გუშინ ვცადეთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მშვიდობიან ჩარჩოებში იყოს ეს პროცესი, მაგრამ ყველა უნდა გავერთიანდეთ, მოქალაქეები, სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები, რომ მივაღწიოთ იმას, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას და არა ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია გუშინ რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებზე და სამომავლო გეგმებზე.

კომენტარები