პროპორციული სისტემა

ბოკერია: ჩემი აზრით, სჯობს ბარიერი იყოს, მაგრამ ეს პრინციპულად არ ცვლის მიღწეულ გამარჯვებას

ეს არის მათი გამარჯვება, ვინც მთელი ამ დღეების განმავლობაში მშვიდობიან პროტესტს ახორციელებდა მთელ საქართველოში და თბილისში რუსთაველის გამზირზე. იმ ადამიანების, ვინც პირველ ღამეს დაშავდა კრიმინალურად ძალის გამოყენებისას შსს-ს მხრიდან, ეს მათი ყველას წარმატებაა. რაც მთავარია, ნურავინ ნუ შეეცდება ახლა ან უცოდინარობით, ან მითუმეტეს გამიზნულად, ამ წარმატების გაფერმკრთალებას. რა თქმა უნდა, ნულოვან ბარიერს, ჩემი აზრით სჯობს, რომ ბარიერი იყოს 3%-იანი ან 5%იანიც კი, მაგრამ ეს პრინციპულად არ ცვლის იმ გამარჯვებას, რომელიც მიღწეულია. ეს არის პრინციპული გარდატეხა დემოკრატიული ტრადიციის თვალსაზრისით და მოქალაქეთა მხრიდან სამოქალაქო ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით. დღევანდელი ამბავი არის ივანიშვილის რეჟიმის ამდენხნიანი წინააღმდეგობის გატეხვა, ამ პრინციპულ საკითხზე და მადლობა ყველა მოქალაქეს ვისაც ამაში წვილილი აქვს, ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილი, კრიტიკული მასა და ეს არის მათი და დემოკრატიის მონაპოვარი.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ტაბულასთან საუბრისას პროპორციულს საარჩევნო სისტემაზე გადასვლას აფასებს.

კომენტარები