პროპორციული არჩევნები

პრემიერი: ჩვენი ევროპული გზისთვის პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება საუკეთესოა

საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისა და ჩვენი ევროპული გზისთვის პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება საუკეთესოა. ამ მოდელს აქვს გარკვეული გამოწვევები, რომელიც აისახება მათ შორის ეფექტურობაზე, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომელიც, შესაძლოა,სხვადასხვა მიმართულებით გვჭირდებოდეს, ეს იქნება ეკონომიკა თუ სოციალური პოლიტიკა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოდელი უფრო მეტ მდგრადობას მოუტანს ჩვენს დემოკრატიას. საქართველოს პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა კეთდებოდეს საქართველოში პოლიტიკა. ქართული ოცნების ხედვა იყო, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბებულიყო საპარლამენტო დემოკრატიად და მე ამას განვიხილავ, როგორც მეორე პრინციპულ ნაბიჯს ამ გზაზე, რომ სწორედ საპარლამენტო დემოკრატიის გამყარებაზე ფოკუსირდებოდეს ეს პროცესი

პრემიერი მამუკა ბახტაძე იმედის ეთერში, პროპორციულ არჩევნებზე. ცნობისთვის, ოპოზიცია, წლებია, ითხოვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ქართული ოცნება კი, 2024 წლამდე არ თანხმდებოდა. მას შემდეგ, რაც გავრილოვის ღამის შემდეგ, დემონსტრანტებმა პროპორციული არჩევნები მოითხოვეს, მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ცვლილებას დათანხმდა.

კომენტარები