პროპორციული სისტემა

კალაძე პროპორციულზე: დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, მე შევაფასებდი, როგორც უპრეცედენტოს

ჩვენ გაჟღერებული გვქონდა ეს უკვე და კონსტიტუციაში არის გაწერილი, რომ 2024 წლიდან მაინც უნდა გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე, თუმცა დღეს პარტიის თავმჯდომარემ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ეს უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ძალიან წაადგება იმას, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, 2020 წლის პარლამენტში ვიხილოთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებით, სხვადასხვა მსოფლმხედველობით და ეს იქნება დემოკრატიის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯი.

ნულოვან ბარიერს რაც შეეხება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, მე მგონი ერთადერთი ქვეყანა, სადაც ნულოვანი ბარიერია ჰოლანდიაა და ამით ჩვენ ვეუბნებით პოლიტიკურ სპექტრს, რომ თუ მათ ექნებათ მოსახლეობის მხარდაჭერა, ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოხვდნენ საქართველოს პარლამენტში. ასევე მოსახლეობას ვისაც აქვს სხვადასხვა შეხედულებები, მათ ექნებათ საშუალება, რომ საკუთარი გემოვნებით შერჩეული პოლიტიკოსები იხილოთ პარლამენტში და ეს იქნება მათი ხმა.

დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას მე შევაფასებდი როგორც უპრეცედენტოს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

თბილისის მერი კახა კალაძე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ტელეკომპანია მაესტროს ეთერში საუბრობს.

კომენტარები