ზოიძე: პირველ რიგში პასუხისგება ეკუთვნის, ვინც წააქეზა ხალხი სახელმწიფო გადატრიალებისაკენ

ქართულმა ოცნებამ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღო იმითი, რომ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, კონსტიტუციურად ყველაზე მაღალითანამდებობის პირი, აიღო იმითი, რომ მანდატი დატოვა ჩენმა კოლეგამ, აიღო იმითი, რომ ჩვენ შევთავაზეთ პროპორციული ნულოვანი ბარიერით საარჩევნოსისტემა, რომელიც ჩვენს გუნდში საკმაოდ ბევრი სკეპტიკოსი თუ მოწინააღმდეგე ჰყავს. ამასთან ერთად არსებობს პასუხისმგებლობა იმ ხალხის, ხალხს ვერ დავარქმევ იმათ, იმ ტოქსიური ძალის, იმ წამქეზებელი პოლიტიკოსების, რომელთაც ეს ახალგაზრდები სპეციალური საშუალებებით აღჭურვილ პოლიციელებთან გაუშვეს და მარტო მიატოვეს. მიატოვეს და მათ სახეზე და სხეულზე ერთი ნაკაწრი არ მინახავს, მაგრამ სამაგიეროდ დასახიჩრდნენ ადამიანები, დაკარგეს თვალი, და ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ, ეს არის უბედურება.

პირველ რიგში პასუხისგება ეკუთვნის იმათ, ვინც წააქეზა ეს ადამიანები, ვინც სახელმწიფო გადატრიალებისაკენ წაიყვანა და ვინც ეს ახალგაზრდები შეატოვა შეიარაღებულ პოლიციას.

რამდენიმესაათიანი ბრძოლის მერე ძააან კარგად იცოდა, რომ იქ იქნებოდა აუცილებლად დაშავებულები, ძაან კარგად იცოდა, რომ იქ მოხდება მერე ის პრობლემა, რომელსაც მერე გამოიყენებდნე და კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ უზურპირებას ამ ხელისუფლების.

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე 20 ივნისს განვითარებული მოვლენებისა და აქციის დარბევის შესახებ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები