ნიკა მელიას საქმე

მელია: პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ

უხერხულია და, ალბათ, არ არის სასიამოვნო, როდესაც განზრახ მკვლელობაზე დაგიჭერენ, როდესაც წამლის რეალიზაციაზე დაგიჭერენ, როდესაც რეალურ კორუფციის საქმეზე დაგიჭერენ და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან არასასაიამოვნო, მაგრამ პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში, თუნდაც დროებით დაგიჭერენ. ერთადერთ რამეზე მწყდება გული, თუ ეს მოხდა, რომ ბოლო პოლიტიკური პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე რომ არ მექნება და შეიძლება სხვებს ჰქონდეთ, ამაზე შეიძლება გული დამწყდეს...

არც პირველი პატიმარი ვარ, ნუ იფიქრებთ, რომ ეს ბრძოლა შენელდება, უბრალოდ, მართლა ძალიან მწყდება გული, არ მინდა ამის წარმოდგენა, რომ ის დღე როცა დადგება აუცილებლად, მინდოდა ვყოფილიყავი გარეთ, რომ პოლიტიკური პანჩური ამომერტყა უკანალში ბიძინა ივანიშვილისთვის, ეს შესაძლებლობა მე რომ არ მომეცემა და მიეცემა ასი ათასობით ქართველს, რომელიც გარეთ იქნება, მარტო ამაზე მწყდება გული

რუსთავი 2-თან საუბარში თქვა ნიკა მელიამ.

კომენტარები