ნიკა მელიას საქმე

მელია ივანიშვილზე: რომ ჰკითხო, ქვეყანას მართავს და სპეცრაზმთან ერთად ძინავს

ჩემი დაჭერა რომ იყოს პანაცეა, იმდენი ადამიანი გყავთ დაჭერილი და ბავშვებს ახლა ბოლო დღეებში დათხარეთ, კი არ დასუსტდებოდით, გაძლიერდებოდით. შიშისგან ცახცახებთ. მილიარდერი ვარო, რომ ჰკითხო, რომ ჰკითხო ქვეყანას მართავს და სპეცრაზმთან ერთად ძინავს. მეხანძრეებთან ერთად ძინავს. გამნაღმელებთან ერთად ძინავს. ეს ხომ ერთი უბედურებაა და მეორე უბედურება ის არის, რომ ამ ხალხს, ანუ ქართულ სპეცრაზმს რუსული აკვიატებული ინტერესების გატარებაში იყენებს

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ნიკა მელიამ, ტვ კავკასიაზე დავით აქუბარდიასთან ინტერვიუში ისაუბრა. 25 ივნისს პროკურატურამ გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით პარლამენტს ნიკა მელიას დაკავების მოთხოვნით მიმართა.

კომენტარები