პრემიერმინისტრი გადამალეს, საქართველოს კანონი თავზე გადაახიეს ქვეყანას. ეს არის უკანონობა. ჩვენ გვქონდა უამრავი შეკითხვა და პრემიერ-მინისტრს პასუხი უნდა გაეცა ყველა იმ უმწვავეს კითხვაზე და მოვლენაზე რაც ქვეყანაში განვითარდა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამო. ხვალ ივანიშვილი აპირებს აქ შემოაგზავნოს გახარია. თუ პარლამენტი და 93 უღირსად მორჩილი დეპუტატი იყო ივანიშვილის პირადი ნოტარიუსი, დღეს ივანიშვილს უდნა პარლამენტი გადააქციოს პირად სამრეცხაოდ. უნდა შემოიყვანოს გახარია და ჩამორეცხოს სისხლი, რომელიც მან დაღვარა ამ ქუჩაზე. ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, გახარია აქ კი არ უნდა მოვიდეს, გახარია უნდა გადადგეს. ხვალ, როდესაც ჩვენ აქ მოვალთ, უნდა დაგვხვდეს გახარიას სიმბოლური თავი მაგიდაზე, მაგიდაზე განცხადება დაწერილი მისი გადადგომის შესახებ
გახარია პარლამენტში
გოცირიძე: ხვალ, როცა პარლამენტში მოვალთ, უნდა დაგვხვდეს გახარიას სიმბოლური თავი მაგიდაზე
tbl.ge/3t7l
დაკოპირდა
ნაციონალური მოძრაობის წევერი რომან გოცირიძე.
ამავე თემაზე
- გოცირიძე გახარიას: ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი
- უგულავა გახარიაზე: უკეთეს ოპოზიციაზე ავტორიტარიზმში შემჩნეული ლიდერები ლაპარაკობენ
- კობახიძე: ახალი გავიგეთ ის, რომ ოპოზიცია დარჩა დემაგოგიურ ძალად და გახარია ძლიერი პრემიერია
- "კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, დეგრადირებული ოპოზიცია" - გახარიას დასკვნითი სიტყვა
- ბოკუჩავა გახარიას: კორუფცია საბჭოურია, მესმის, რომ თქვენთვის ეს გაგება ძალიან მშობლიურია