ბახტაძე აქციის დარბევაზე: ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ამაზე კითხვები არ არსებობს

ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა ის ძალა ლეგიტიმური, რომელიც გამოვიყენეთ. მინდა გითხრათ, რომ დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან, სხვა გზა და არჩევანი არ არსებობდა. ამას ადასატურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი.

რა თქმა უნდა, ამასთან ერთად საზოგადოებას და ჩვენც, როგორც საზოგადოების ნაწილს გვაქვს კითხვის ნიშნები, რომ ხომ არ მოხდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება. ვინაიდან ამის გარკვეული კადრებიც არსებობს და ეს ჩვენ ვიცით. მე კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო - ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენ კონკრეტულ შეფასებას მივცემთ ყველაფერს. მიმდინარეობს გამოძიება, ტრანსფარენტულობის უმაღლესი ხარისხით. მასში ჩართული არის სახალხო დამცველის აპარატი და ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გამოძიების ჩატარებას ტრანსაფრენტულობის ყველაზე მაღალი ხარისხით

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შესახებ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები