ქართული ოცნება

მდინარაძე: ირაკლი კობახიძემ, პრაქტიკულად, ყველას მაგივრად აიღო პასუხისმგებლობა

თუ ჩვენ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც იმ აქციაზე მყოფი ადამიანების მოთხოვნა იყო, რაც ჩვენ გავაკეთეთ ეს ასე არ არის, როდესაც ჩვენ იგივე მივიღეთ გზავნილი საზოგადოებისგან და არ არის მხოლოდ ამ გზავნილის ერთადერთი საშუალება აქციაზე გახმოვანებული რაღაც მოთხოვნა. ამის საშუალება არის კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან სხვა სოციუმებთან, აქედან გამომდინარე იყო პირველი ის, რომ ირაკლი კობახიძემ აიღო პრაქტიკულად ყველას მაგივრად პასუხისმგებლობა და გადადგა თანამდებობიდან. საპარლამენტო რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. მეორე, როდესაც ჩვენ იმ არგუმენტების მიუხედავად, რაც დაკავშირებული იყო ჩვენი გუნდის წევრებთან, განსაკუთრებით მაჟორიტარებთან, ამის მიუხედავად, ფართო, ასე ვთქვათ, გამოკითხვის საფუძველზე ასევე მივიღეთ გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ რასაც აქციაზე ითხოვდნენ ეს მოთხოვნა და საზოგადოების მოთხოვნა პრაქტიკულად ემთხვეოდა ერთმანეთს, რომ პროპორციულ არჩევნებზე უნდოდათ გადასვლა ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და როგორც ჩანს, ძალიან დიდი ნაწილს - ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით და როგორც გითხარით, პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით დარეგისტრირებულია.

28 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კომენტარები