სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: მედეას ქვეყანა ვართ, ყველა ქართველისთვის მედიცინა გენეტიკური და ბუნებრივია

საქართველოსთვის ტურიზმი არის ეკონომიურად ძალიან პრიორიტეტული და ტურიზმის სხვადასხვა სახეობებში სწორედ საკონფერენციო ტურიზმი და კიდევ უფრო, ჯანდაცვასთან დაკავშირებული ტურიზმი. ეს არის ჩვენი, ვიტყოდი, ისტორიული მიმართულება, ყველაფერი რაც ეხება მედიცინას. მედეას ქვეყანა ვართ ბოლოს და ბოლოს და რადგანაც ვართ მედეას ქვეყანა, ჩვენთვის მედიცინა არის ძალიან ბუნებრივი. ეს არის ის დარგი, რომელიც ყველა ქართველისთვის არის გენეტიკური და ძალიან ბუნებრივი. ის, რომ ჩვენ უნდა განვავითაროთ ამ ქვეყანაში სწორედ ჯანდაცვის კუთხით ტურიზმი, მედიცინის კუთხით ტურიზმი, განვავითაროთ ჩვენი კურორტები და ძალიან მრავლად გვაქვს ეს კურორტები მთელ ქვეყანაში, სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა დანიშნულების.

ეს არის ძალიან დიდი პოტენციალი საქართველოსი, რომელიც მე მგონი მომავალ წლებში მოიპოვებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ძალიან განვითარებული იქნება რეაბილიტაციის კურორტები, გამაჯანსაღებელი კურორტები.

ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ის, რომ ტარდება ამ ქვეყანაში ასეთი მასშტაბური ფორუმები, არის ამ კუთხით ძალიან სერიოზული გადადგმული სერიოზული ნაბიჯი.

ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის სიტყვიდან ბათუმში მიმდინარე კონგრესზე, სახელწოდებით "ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში".

კომენტარები